იპროექტებით სწავლება
Sunday, March 26, 2017
დღე-9
დღეს გადავხედე კიდევ ერთხელ ჩემს ნამუშევრებს. განვიხილეთ და მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაცია. ტრნინგის დასაწყისში გავეცანი პროექტის გეგმას,რომლის განხორციელებისთვის დაგვჭირდა სხვადასხვა მასალები და 21-ე საუკუნის უნარების ტექნოლოგიების გამოყენება, რადგანაც დგება დრო იმისა, რომ ფასდება ადამიანის რესურსები ანუ ინოვაცია, რომელიც 21- საუკუნეში აუცილებელია. ასე რომ დღევანდელი დღე მეტად შრომატევადი და საინტერესო იყო ჩემთვის , რადგან მოვახდინე მთლიანი ტრენინგის შეჯამება.
Saturday, March 25, 2017
დღე-8
დღევანდელი დღე მეტად დატვირთული და შრომატევადი იყო, რადგან დღეს ორგანიზება გავუკეთეთ განვლილ დღეებს. გავეცანით მე-7 მოდულს -ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. განვიხილეთ ეროვნული საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სტანდარტები, სასწავლო პროექტის გეგმის ჩექლისტი.
Tuesday, March 14, 2017
დღე–7
კიდევ ერთი ნაყოფიერი და მეტად საინტერესო დღე ჩაიარა ჩემთვის რადგან არ ვიცოდი საქაღალდეში ნამუშევრების განთავსება. ამ მეცადინეობაზე ვისწავლე ჩემი პროექტის განთავსება ბლოგვერდზე, გავეცანით გარდნერისა და ბლუმის მატრიცას, რომელიც მოგვეცა სახლში დასამუშავებლად.
Saturday, March 11, 2017
დღე 6
დღის დასწყისში გავაკეთეთ საკუთარი პროექტების პრეზენტაცია. პრეზენტაციის შემდეგ გავეცანით მე-5 მოდულს. ამ მოდულში გავეცანი მოსწავლეთა შეფასების რუბლიკას,რომლის გაცნობამ დამარწმუნა ,რომ ბებრი რაღაცა არ მქონდა შესაბამისობაში 21-ე საუკუნის სააზროვნო უნარებთან . დღევანდელმა ტრენინგმა მასწავლა თუ როგორ მოვარგო მოსწავლის ნამუშევარს შეფასების რუბლიკა.
Friday, March 10, 2017
დღე 5
პროექტის პრეზენტაციის გაკეთება მარტივი მეგონა. დღევანდელმა დღემ დამანახა მისი სირთულე განსაკუთრებით მოსწავლის როლში პრეზენტაციის შესრულება, მისი მომზადება სლაიდებით . ტრენერის ახსნისა და მითითებების შემდეგ ღნიშნული დავალება მოგვეცა სახლში. ვფიქრობ არ გამიჭირდება პრეზენტაციის მომზადება.
Saturday, March 4, 2017
დღე 4
დღევანდელი დღე მეტად საინტერესო და დატვირთული იყო. ტრენინგის დასაწყისში მოვახდინე სახლში მოცემული დავალების ,,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები" ჩამოყალიბება. განვიხილეთ პროექტის შეფასების სტრატეგიები. შვისწავლეთ პროექტის მსვლელობის ეტაპები, მეთოდები და ინსტრუმენტები. ვიმუშავეთ შეფასების მოკლე შინაარსზე. მომეცა საშინაო დავალება. ასე, რომ ჩემთვის დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო. დიდი მადლობა ცემს ტრენერს.
Friday, March 3, 2017
დღე-3
დღე-3
კიდევ ერთი საინტერესო დღე იყო ჩემთვის დღევანდელი ტრენინგი. დასაწყისში მოვახდინე სახლში მოცემული დავალების ,, ბუკლეტების დამზადების" პრეზენტაცია. შემდეგ გავაგრძელე პროექტის გეგმის შევსება . შევისწავლე საგნობრივი სტანდარტიდან კოპირებით პროექტის გეგმაში გადმოტანა. შევისწავლე პროექტის წარმართვისათვის საჭირო კითხვების კლასიფიკაცია.
კიდევ ერთი საინტერესო დღე იყო ჩემთვის დღევანდელი ტრენინგი. დასაწყისში მოვახდინე სახლში მოცემული დავალების ,, ბუკლეტების დამზადების" პრეზენტაცია. შემდეგ გავაგრძელე პროექტის გეგმის შევსება . შევისწავლე საგნობრივი სტანდარტიდან კოპირებით პროექტის გეგმაში გადმოტანა. შევისწავლე პროექტის წარმართვისათვის საჭირო კითხვების კლასიფიკაცია.
Subscribe to:
Posts (Atom)